სასწავლო პროექტი


1.   პროექტის სახელწოდება: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია გმირადა“

2.   პროექტის მთავარი იდეა: იცოდნენ სამშობლოსადმი თავგანწირული ახალგაზრდის ხვიჩა ღლონტის ბიოგრაფია და გმირობის ისტორია.


3.   პროექტის აქტუალობა: შეიგრძნონ ომის საშინელება და მისი მოსალოდნელი შედეგები. პატივი სცენ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.


4.   პროექტის მიზანი: გაიცნონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირის ისტორია.


5.   მონაწილეთა ასაკი: 9– 10 წელი.

6.   ვადები/ ხანგრძლივობა: 4 დღე.

7.   მოსალოდნელი შედეგები: ა) გაიგონ მათი თანასოფლელის ბიოგრაფია, გმირობის ისტორია, განიმსჭვალონ პატრიოტიზმის გრძნობით.
ბ) განუვითარდეთ ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის მოპოვების, დაკვირვების, დასკვნების გაკეთების და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარ–ჩვევები.


8.   ძირითადი რესურსი: ფერადი ქაღალდი, თაბახის ფურცლები, წებო, მაკრატელი, ფლომასტერები, დაფა, ცარცი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

9.   პროექტის მსვლელობა:  I – დღე ა) თემის შერჩევა.
პროექტის თემა შეირჩა ბავშთა ინტერესების გათვალისწინებით.
ბ) ჯგუფების შექმნა და ინსტრუქტაჟის მიცემა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პროეტის მომზადებაში. მოვახდინე მათი ჯგუფებად დაყოფა.

პირველი ჯგუფის მოსწავლეებს დავავალე შეხვედროდნენ გმირის დედას, მოეძიათ ცნობები შვილის ბიოგრაფიის შესახებ და მოეწვიათ სკოლაში.


II ჯგუფის მოსწავლეებს მოვეცი მითითება შეხვედროდნენ გმირის მასწავლებელს ეთერი გარაყანიძეს და გაეგოთ მისი სასკოლო ცხოვრება.


II დღე – აღმზრდელმა მასწავლებელმა და დედამ ცრემლნარევი ხმით გაიხსენეს ხვიჩას ანცი ბავშვობა, პასუხისმგებლიანობა და სამართლიანობა.

გმირის დედას მიულოცეს 8 მარტი და შეამკეს შემდეგი სიტყვებით.
არ არის ჩვენში არც ერთი მწერალი, არც ერთი პოეტი, ქართველი დედის საქებრად უტკბილესი ჰანგი არ ემღეროს, დედა არის დასაბამი, აწმყო და მომავალი, სიცოცხლისა. დედა არის ოჯახის ბურჯი. დედამ უნდა აღზარდოს შვილი და შათააგონოს მას ყოველივე კარგი.
                                 ,,თქვა დედაკაცმა,
                                   ბავშვის გულისთვის,
                                   ყველა სატანჯველს ავიტან მშვიდად,
                                   მე მას შევხედე და ქვეყანაზე
                                   დიაცის ძალა ვირწმუნე უმალ“
ბავშვები გაემართნენ გმირის მემორილთან, შეამკეს ყვავილებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.



IV  დღე – შეჯამება და ელექტრონული პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებად თემაზე: ,,არა არ გვინდა ომი“. ორივე ჯგუფმა წარმოადგინა საინტერესო ნახატები და გააკეთეს პრეზენტაცია.

კომპიუტერის გამოყენებით ნახეს ომის თემის ამსახველი სურათები.



10.                საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: IV2 მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
● უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას იხსენებს მსგავს სიტუაციებს.
IV3 მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობაში. ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
● კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
● შეარჩევს ( თვითონ ხატავს ან მოიძიებს ) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
● იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
● მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინა დარჩია

12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: marinadarhia@gmail.com